ლაგოდეხმა "ნაყინის ფესტივალს" უმასპინძლა.


ლაგოდეხმა ტრადიციულ, გრილ და გემრიელ "ნაყინის ფესტივალს" უმასპინძლა. რანის საფეხბურთო მოედანზე სტუმრებს ნაყინის მრავალფეროვან არჩევანთან ერთად მხიარული, გასართობი,მუსიკალური აქტივობები  და სასიამოვნო გარემო დახვდათ. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სახალისო კონკურსები, ზღაპრის გმირებისა და ანიმატორების გასართობი პროგრამები. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივითა და მხარდაჭერით მეხუთედ გაიმართა.