ლაგოდეხში მხატვრული კითხვის კონკურსი "ქიმეორიონი" ტარდება


ყოველწლიური კონკურსი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ხორციელდება და ახალგაზრდებში პოპულარობით გამოირჩევა.

კონკურსის მიზანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში ქართულ პოეზიის სიყვარულის დანერგვა, მხატვრული კითხვის და მეტყველების განვითარება. ახალგაზრდების დამეგობრება და საკუთარი გამოცდილების გაზიარება.

მერიის ინფორმაციით, მონაწილეობის მიღება შეუძლია კახეთის რეგიონში მცხოვრებ 14-18 წლამდე ახალგაზრდას - ინდივიდუალურად.