მმართველი გუნდის მხარდამჭერ ღონისძიებას გურჯაანმა უმასპინძლა
 

მმართველი გუნდის მხარდამჭერ ღონისძიებას ამჯერად გურჯაანმა უმასპინძლა. ადგილობრივების წინაშე ბანი, მიქსტურა, რომან რცხილაძე და სხვა მომღერლები წარდგნენ. ,,ქართული ოცნების,, მხარდამჭერ ღონისძიებას პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე უძღვებოდნენ. მათ მოქალაქეებს 26 ოქტომბერს არჩევნებზე წასვლის და ღირსეულ არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს.