ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში თანამედროვე წმინდანების, „ძმები კარბელაშვილების" დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.


ფილმში აღწერილია 5 ძმის ცხოვრება, მათი განსაკუთრებული როლი და ფასდაუდებელი წვლილი ქართული პოლიფონიისა და გალობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
მღვდელმსახურ მამა ვაჟა სონღულაშვილის თქმით, სწორედ ღვთისწყალობაა, რომ სოფელ გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის ეზოში ერთ-ერთი მათგანის, წმინდა პოლიევქტოს კარბელაშვილის საფლავია.