ნოემბერში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში გამოვლინდა


ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ნოემბერში სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს. აქედან 53 ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.

სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 91 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 5 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - მცხეთა-მთიანეთის, 10 - იმერეთის სატყეო სამსახურის, 3 - ქვემოქართლის და 4 შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.