ოთხ წელში კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში განახლებული  სკოლები და ბაღები იქნება-დავით სონღულაშვილი

 

მომდევნო ოთხ წელში კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში   სრულად განახლებული საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები იქნება-ამის შესახებ  ,,ქართული ოცნების,,  საარჩევნო სიის დელეგატმა  დავით სონღულაშვილმა ტელეკომპანია ,,გურჯაანის,, ეთერში ისაუბრა.

 მისი განმარტებით,  ხელისუფელბისთვის პრიორიტეტულ საკითხად  რჩება განათლება.  სწორედ ამიტომ,  გურჯაანში,  სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში   ამ მიმართულებით მშენებლობა-რეაბილიტაციის  სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. 

გარდა ამისა,   მნიშვნელოვანია     ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის  პოპულარიზაცია  და ამ მიზნით სპორტული ინფრასტრუქტურა  კეთდება.