


პარამკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატი
კიშინიოვში დასრულებული პარამკლავჭიდელთა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი, ქართული დელეგაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
ჩვენმა სპორტსმენებმა ჯამში 96 მედალი დაიმსახურეს, რაც ამ ფორუმის ისტორიაში, სარეკორდო მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ პლანეტის უძლიერეს პარამკლავჭიდელებს ჯილდოდ 17-17 000 ლარი გადასცა, რომელთა შორის მუკუზნელი ათლეტი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურა ქათამაძეცაა.