პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება 

 

პრეზიდენტის არჩევის თარიღი და შესაბამისი დადგენილების პროექტი, რომელიც სესიაზე უნდა გავიდეს, პარლამენტის ბიუროს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შესთავაზა.

პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.

საქართველოში პირველად, პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით - საარჩევნო კოლეგია აირჩევს.