


რა განმარტებას აკეთებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლარის კურსთან დაკავშირებით
ლარის კურსის არასტაბილურობას არჩევნებამდე არსებული წნეხითა და გაუგებრობით ხსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ბანკის ნაბიჯი, კურსის შესანარჩუნებლად რეზერვების გაყიდვასთან დაკავშირებით, არის სწორი.
"შემდეგ პერიოდში ვნახავთ წნეხის მოხსნას. კურსი ნამდვილად შეინარჩუნებს სტაბილურ ნიშნულს, რომელიც ჩვენ კურსს გააჩნია. იმიტომ, რომ ყველა სხვა პარამეტრი არის ჯანსაღი ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო კარგი ტემპით გააგრძელებს წინსვლას. წლის ბოლო კვარტალი იქნება ერთ-ერთი კარგი“ - განაცხადა მინისტრმა.