


რა ზიანი მოაქვს ფოთლების წვასა და მის გამონაბოლქვს?
ფოთლების წვა და მისი გამონაბოლქვი- შემოდგომაზე ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ეზოებსა და ქუჩებში მოგროვილ ხმელ ფოთლებს თვითნებურად წვავენ, რაც ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს და ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. წვის დროს გამოიყოფა შხამიანი ნივთიერებები, რაც ხშირად სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. ნარჩენების მართვის კოდექსით, ეს ქმედება ჯარიმას ითვალისწინებს.