


რას ითვალისწინებს გურჯაანის ურბანული განვითარების პროექტი
გურჯაანში ქალაქის ურბანული განვითარების ისტორიული პროექტის განხორციელება იწყება.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხი, რომელიც სივრცითი დაგეგმარების გეგმას ეხებოდა, მოიწონეს და მხარი დაუჭირეს.
მერის მოადგილის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, გურჯაანის სივრცითი განვითარებისა და ქალაქის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გენერალური გეგმა 15 წლიანი პროცესია, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, გურჯაანი თანამედროვე ტიპის ქალაქი იქნება