


რთველი 2024
კახეთში 13 ათასამდე ტონა ყურძენია დაკრეფილი.
2 სექტემბრის მონაცემებით, რეგიონში 7,5 ათას ტონამდე რქაწითელი, 2,3 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული.
რთველი, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. ამასთან ერთად, მცირე რაოდენობით ყურძენი კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც იკრიფება.
აღსანიშნავია, რომ მევენახეების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს - სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელის ჯიშის ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1 ლარს გადაუხდის.