როგორი ამინდია მოსალოდნელი 12-14 ნოემბერს

 

გარმოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 13 ნოემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი.

თბილისში 12 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი მოიღრუბლება და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 ნოემბერს დღის საათებში +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12 და 14 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 12 ნოემბერს დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13-14 ნოემბერს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს