საერთაშორისო გამოფენაში „EnoExpo  2024" ქართული ღვინის ხუთი მწარმოებელი მონაწილეობს

 

ქალაქ კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „EnoExpo  2024" ქართული ღვინის ხუთი მწარმოებელი მონაწილეობს. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

სააგენტოს ინფორმაციით, „EnoExpo“ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენად ითვლება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ იმპორტიორებსა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით.