

საზაფხულო ბანაკი უკრაინელი მოზარდებისთვის.
საზაფხულო ბანაკი უკრაინელი მოზარდებისთვის. ამჯერად ბანაკი კიევიდან ჩამოსული ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს მასპინძლობს. უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კახეთში ბანაკის დამსვენებლებს შეხვდა.