სათაური-სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება იზრდება

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება იზრდება-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა.
ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, მომდევნო ოთხ წელში პროგრამაზე 400 მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბამისად, გაიზრდება ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტების დაფინანსებაც, რის შედეგადაც გაცილებით მასშტაბური პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი. პრიორიტეტებს თავად მოსახლეობა აირჩევს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანს კეთილმოწყობილი შიდა საუბნო გზები ექნება. სამუშაობი უკვე დაწყებულია, პროექტი 4 მონაკვეთზე ერთდროულად მიმდინარეობს. სადაც ასფალტის საფართან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემაც. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 798 000 ლარით ფინანსდება.