საკრებულოში სააგიტაციო მასალების გასაკრავი ადგილების განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.

 

გურჯაანში 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სააგიტაციო მასალების გასაკრავი ადგილების განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს. საკითხს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

საარჩევნო ბანერებისა და პლაკატების გამოფენა გარკვეულ ტერიტორიებზე აკრძალული იქნება. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტები სააგიტაციო მასალების გასაკრავი ადგილების შესახებ ინფორმაციას სპეციალური ვებგვერდის საშუალებით მიიღებენ.