


სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა
სოფელ ვაზისუბანში სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში ეკლესიის სახურავი თუნუქის გადახურვით შეიცვალა, მოეწყოს სარინელი და სანიაღვრე არხი. ასევე მოიხსნა ადრეული რესტავრაციის პერიოდში გამოყენებული ცემენტის ხსნარი, ჩატარდა კედლის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები.
2022 წლამდე სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ცუდ მდგომარეობაში იყო. ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სიძველის გამო ნადგურდებოდა და სასწრაფო რებილიტაციას საჭიროებდა.
ინფორმაციისთვის, სამნავიანი ბაზილიკა მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო და სახასიათო ძეგლია. სანაგირე X-XI საუკუნეებით თარიღდება, მონასტერი სოფელ ვაზისუბნიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ტაძარი მთლიანად მოხატული ყოფილა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ ფრაგმენტებმა მოაღწია.
სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წლის 30 მარტს მიენიჭა, ხოლო ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია 2006 წლის 7 ნოემბერს განესაზღვრა.