საპროტესტო აქცია  გურჯაანსა და თელავში  

 

გურჯაანსა და თელავში  ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია  გაიმართა. 
სამოქალაქო   აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები ჯერ პაპას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი  თელავში, ადმინისტრაციულ შენობასთან  გადაინაცვლეს. 
აქციის  მონაწილეების  მოთხოვნა უცვლელია. ისინი  ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების  გათავისუფლებას ითხოვენ.