


საპროტესტო აქცია თელავში
საპროტესტო აქცია თელავში. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთთან ახალგაზრდებმა და პოლიტიკური პარტიების ნაწილმა მშვიდობიანი აქცია გამართეს.
მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება. სურთ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. აქციის მონაწილეების განმარტებით, ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხეშია. აღსანიშნავია, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ იფიცება და სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.