სასკოლო ოლიმპიადაში ჩუმლაყის, ახაშნისა და გურჯაანის სკოლებმა გაიმარჯვეს


სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პრიზიორთა ვინაობა ცნობილია. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი სპორტული გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლების სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა. შარშანდელის მსგავსად, ღონისძიებაში წელსაც 500-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. საერთო ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი წილად ხვდა ჩუმლაყის, მეორე - გურჯაანის ნომერ მეოთხე, მესამე კი ახაშნის საჯარო სკოლას. გამარჯვებულები და პრიზიორები, ადგილობრივი სპორტული გაერთიანების მიერ დაწესებული მედლებით, სიგელებით და სამახსოვრო თასებით დაჯილდოვდნენ.