საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომა თელავში.

 

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომა თელავში. საკოორდინაციო შტაბში ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს და 2024 წლის რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. ასევე ისაუბრეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას უწყობს ხელს. 
სხდომას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული ხელმძღვანელობდა.