საქართველოს პრემიერ-მინისტრი ალავერდის საკათედრო ტაძრის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის საკათედრო ტაძრის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო. ალავერდის ეპარქიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შეთანხმებით ამ ეტაპზე ტაძრის გუმბათის ირგვლივ ხარაჩოს აგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები გუმბათის რესტავრაციას დაიწყებენ. ალავერდის საკათედრო ტაძარი საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა.