


საქართველოს საპატრიარქო "ჰელოუინის" დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ოქტომბრის ბოლოს ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში "ჰელოუინის" დღესასწაულს აღნიშნავენ. ბოლო წლებია, ჰელოუნს საქართველოშიც აქტიურად ზეიმობენ. სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება როგორც საჯარო სკოლებში, ისე საბავშვო ბაღებშიც.
საქართველოს საპატრიარქო კი განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ჰელოუინი წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან, რის გამოც მისი აღნიშვნა წარმართულ რიტუალში ჩართვას ნიშნავს, რაც მართლმადიდებლისთვის ყოვლად დაუშვებელია.
გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა ვაჟა სონღულაშვილი მორწმუნეებს მოუწოდებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს აქტივობებში.