საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა

 

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო, მათ შორის 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია.
სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში, საარსებო შემწეობა 439 394-მა პირმა მიიღო, შესაბამისად, ფულადი დახმარების მიმღებთა რაოდენობა 14 718-ით გაიზარდა.