საქართველოში ყოველწლიურად სურსათით ადამიანის მოწამვლის ან დაავადების დაახლოებით 40000 შემთხვევა აღირიცხება

 

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად სურსათით ადამიანის მოწამვლის ან დაავადების დაახლოებით 40000 
შემთხვევა აღირიცხება. სურსათი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომლის მოხმარების შედეგადაც ადამიანი შეიძლება ერთბაშად არ მოიწამლოს, მაგრამ ამ ნივთიერებების სისტემატური მიღების შემთხვევაში, შესაძლოა,  მას რაიმე მძიმე დაავადება განუვითარდეს.
იცოდი, რომ სურსათის უვნებლობის კონტროლი საჭიროა მინდვრიდან სუფრამდე? მწარმოებელსაც, გადამზიდავსაც და გამყიდველსაც თავისი  წილი პასუხისმგებლობა აქვს და თითოეულ მათგანს სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უვნებელი სურსათის მირთმევაზე თითოეულ ჩვენგანსაც თავისი პასუხისმგებლობა  ეკისრება!