სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 41 მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადაეცა 

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 41 მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის პერსონალური კომპიუტერები გადაეცა. 
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრები სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და მერის მოადგილეებმა გადასცეს. 
მათ პედაგოგებს, მშობლებს და ბავშვებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის და მოსწავლეებს წარმატება უსურვეს.