სოფელ ახაშენში მინი სკვერი მოეწყო

 

სოფელ ახაშენში ბავშვებს კიდევ ერთი თავშეყრის ადგილი ექნებათ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ტაძრის ეზოში ბავშვებისთვის მინი სკვერი მოაწყო. სამუშაოებზე 14 ათას ლარამდე დაიხარჯა.
შეგახსენებთ, რომ ახაშენი პირველი სოფელია, სადაც პატარებისთვის სოფლის ცენტრში ატრაქციონები და მინი მოედანი გაკეთდა. გარდა ამისა, სოფელში სასაფლაომდე მისასვლელი დაზიანებული გზაც გაკეთდა.