სოფელ ოზაანს ახალი საჯარო სკოლის შენობა ექნება

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად იმუშავებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
 სკოლა აღჭურვილი იქნება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით. ასევე სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. უზრუნველყოფილი იქნება კომპიუტერული ქსელებით, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემებით.
 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობისა და აღჭურვის პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 3 000 000 ლარია და მას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.