სოფელ ჭანდარში ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ჭანდარში ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ატარებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გზა გადის ხიდის ქვეშ, რომელიც ასევე წარმოადგენს მშრალი ხევის კალაპოტს. პროექტის მიხედვით ეწყობა რკინა-ბეტონის კედელი და მილი, ასევე 250 მეტრამდე სიგრძის გზასა და ეზოებში შესასვლელებში მოეწყობა ცემენტობეტონის საფარი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 443 561 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "იმედი დიდუბე" ასრულებს.