


ტრადიციული ტურნირი მკლავჭიდში
გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში სახელოვანი მწვრთნელის, მუნიციპალიტეტში მკლავჭიდის დამფუძნებლის, ზვიად შანყულაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, რიგით მეოთხე ტრადიციული ტურნირი ჩატარდა.
ღონისძიებაში 200-მდე სპორტსმენი, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი მონაწილეობდა, რაც აღნიშნული სახეობისთვის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.