


ქართული ოცნების დელეგატები კახეთში მოსახლეობას ხვდებიან
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის დელეგატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო. მან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ლელიანის ადმინისტრაციულ თემში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. საუბარი შეეხო ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებს. ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია არსებული გამოწვევების შესახებ და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. დელეგატი კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ოთხივე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითოეულ დასახლებაში გამართავს.