ქართული ოცნების დელეგატი დავით სონღულაშვილი მოსახლეობას ხვდება


"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის დელეგატი დავით სონღულაშვილი საარჩევნო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. გურჯაანში, სიღნაღში, დედოფლისწყროსა და საგარეჯოში მოსახლოებას ხვდება და მათ საჭიროებებს პირადად ისმენს. დავით სონღულაშვილის განმარტებით, პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში მშვიდობა და კეთილდღეობა შენარჩუნდება და 4-ვე მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული პროექტები განხორციელდება.