ქუნთრუშას შემთხვევები გურჯაანის მუნიციპალიტეტში

 

ექიმების ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქუნთრუშას შემთხვევებმა იმატა. 
ინფექციური დაავადება განსაკუთრებით გავრცელებულია საბავშვო ბაღებში. 
რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა ველისციხის სააღმზრდელო დაწესებულებაშიც. 
პედიატრი ანა ქადაგიშვილი საბავშვო ბაღების ადმინისტრაციას ურჩევს, ჯგუფებში ჩაატარონ თერმო-სკრინინგი, რადგან დაავადების პირველი სიმპტომი მაღალი ტემპერატურაა, რის შემდეგადაც გამონაყარი და სხვა გართულებები ვლინდება.
ქუნთრუშას თვითნებურად მკურნალობა არ შეიძლება , რადგან აუცილებლად საჭიროებს ანტიბიოტიკურ თერაპიას.