


"ღვთისმშობლის წილხვდომილობა და საქართველო" - გურჯაანში ლექცია-სემინარი ჩატარდა
ღვთისმშობლის წილხვდომილობა და საქართველო-ამ თემაზე გურჯაანში ლექცია-სემინარი ჩატარდა. შეხვედრას კულტურის ცენტრმა უმასპინძლა. ღონისძიება გურჯაანი-ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევითა და მეცნიერებათა აკადემიისა და საპატრიარქოს წარმომადგენელთა ჩართულობით გაიმართა.