


ღვინის ფესტივალისთვის გურჯაანის თითქმის ყველა საოჯახო სასტუმრო დაჯავშნილია
გურჯაანის ღვინის ფესტივალი კახეთის და მათ შორის გურჯაანის ეკონომოკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად ზრდის.
რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებამდე 9 დღეა დარჩენილი. გურჯაანში საოჯახო სასტუმროები ვიზიტორებს უკვე დაჯავშნილი აქვთ და შეიძლება ითქვას, რომ ადგილები აღარ არის. ამის გამო სასტუმროებზე მოთხოვნა ყვარელსა და მეზობელ მუნიციპალიტეტებში გაიზარდა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალზე წელს უპრეცენდენტოდ ბევრ ვიზიტორს ელოდებიან, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ღონისძიების მიზანია მეღვინეობის მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო პოპულარიზაცია და ადგილობრივი ბიზნესსექტორის ხელშეწყობა.