ყვარელში გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში 2 კილომეტრზე დაიგება ორფენიანი ასფლატის საფარი, მოეწყობა დახურული სანიაღვრე არხები და საფეხმავლო ბილიკები.

ამ ეტაპზე სავალი ნაწილი სწორდება და წყალგამტარი სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 121 ათას ლარს აჭარბებს.

სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ყვარლის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.