


შობის მარხვა დაიწყო
დღეიდან, 28 ნოემბრიდან შობის მარხვა დაიწყო.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით, ის 40 დღიანია და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება. მორწმუნეებს ამ ხნის მანძილზე ეკრძალებათ ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტების მირთმევა.
შობის მარხვას მართლმადიდებლები სიხარულის მარხვასაც ეძახიან. ის შედარებით მსუბუქად ითვლება, რადგან 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, დაშვებულია თევზის მიღება.
ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ.