


ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა.
გურჯაანის მეთორმეტე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის განმარტებით, 5%-იანი ზღვარის გადალახვა ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოახერხა:
89 მანდატი ერგო ქართულ ოცნებას, 19 - „კოალიცია ცვლილებისთვის“, 16 - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 14 - „ძლიერ საქართველოს“, 12 - „გახარია საქართველოსთვის“.
შეგახსენებთ, რომ მე-11 მოწევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერსაა ჩანიშნული.