ცესკოში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება


ცესკოში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება. უწყების ცნობით, ცესკოში პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის თაობაზე განაცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა კი, „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული თანამდებობის პირები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ. ამისთვის მათ ვადა 28 სექტემბრის ჩათვლით აქვთ.
 თანამდებობებიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.
26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია 25-მა პარტიამ გაიარა.