


ჯანმო: ყოველი მეათე მოზარდი სოციალური ქსელებით გატაცების გამო ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ყოველი მეათე მოზარდი სოციალური ქსელებითა და კომპიუტერული თამაშებით გატაცების გამო, ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგება.
ევროპული ბიუროს მონაცემებით, მოზარდებს შორის სოცქსელების პრობლემური გამოყენების მაჩვენებელი 7%-დან 11%-მდე გაიზარდა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თამაშებზე დამოკიდებულება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ახალგაზრდობის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
ჯანმოს ევროპული ბიუროს ხელმძღვანელის ჰანს კლიუგეს განცხადებით, საჭიროა დაუყოვნებლივი და თანმიმდევრული ქმედებები.