"ჰერეთობა ლაგოდეხში"


ლაგოდეხში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჰერეთობა” აღნიშნეს.
ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა კუთხე და შემოდგომისთვის დამახასიათებელი თემატური პავილიონები მოეწყო.
ზეიმი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაიმართა კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. საღამო გალა კონცერტით დასრულდა.
"ჰერეთობას“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 1979 წლიდან აღნიშნავენ და მასში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი მონაწილეობს.